ბარსელონა
Aa
Aa

გოლების წვიმა ბრიუგეში - ბარსელონამ ქულები დაკარგა

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მორიგ ტურში ბარსელონა ბრიუგეს ესტუმრა და გულშემატკივრებმა საოცარი დაპირისპირება იხილეს.

ბრიუგე 3-ჯერ იგებდა და კატალონიელებმა სამჯერვე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება.

ანგარიშ მე-6 წუთზე ტრესოლდიმ გახსნა, რასაც ზუსტად 2 წუთში ფერან ტორესმა უპასუხა. მე-17 წუთზე თავი ფორბსმა გამოიჩინა და მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს.

მეორე ტაიმში ბარსა გააქტიურდა და მომენტს მომენტზე ქმნიდა. 61-ე წუთზე იამალმა წონასწორობა აღადგინა და ზუსტად 3 წუთში ფორბსმა დუბლი შეასრულა.

ფლიკის გუნდი არ დანებდა და 77-ე წუთზე ბარსას მორიგ შეტევას ცოზილის ავტოგოლი მოყვა. ამის შემდეგ, მომენტები კიდევ შეიქმნა და შესნის შეცდომას გოლიც მოყვა, თუმცა ჯარიმა დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. საბოლოოდ 3:3 და გუნდებმა ქულები გაიყვეს. 

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ბარსელონას 7 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში ბლაუგრანა ჩელსის ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 25 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ს პრობლემები გრძელდება - ტრავმირებულთა სიას დემბელეც დაემატა
პსჟ-ს პრობლემები გრძელდება - ტრავმირებულთა სიას დემბელეც დაემატა