ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

„ჩვენი სტილი არ შეიცვლება, უფრო ინტენსიურად უნდა ვითამაშოთ“ - ფლიკი

ჩემპიონთა ლიგაზე „ბრიუგესთან“ სტუმრად ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა კატალონიელთა ნახევარდაცვა გააკრიტიკა.

„რთული მატჩი გამოდგა. მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ მეტოქე თავს კარგად იცავდა და აგრესიულად მოქმედებდა კონტრშეტევებზე. ჩვენი პრესინგი არ მუშაობდა, ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ, განსაკუთრებით მოედნის ცენტრში.

მაღალი დაცვის ხაზით თამაში რთულია. ამაზე მუშაობაა საჭირო. როდესაც ბურთი არ გვაქვს, უფრო ინტენსიურად უნდა ვიმოქმედოთ და არ მივცეთ მეტოქეს იმის საშუალება, რომ 1-2 შეხებით სახიფათო მომენტი შექმნას. დაცვაში თამაში მხოლოდ მცველების საქმე არაა. ამ ასპექტში ნახევარმცველებისგან მეტს ველით.

რაღაცების შეცვლა შეიძლება, მაგრამ ჩვენი სათამაშო ფილოსოფიის ერთგულები უნდა დავრჩეთ. „ბარსელონა“ ვართ და სათამაშო სტილს ვერ შევცვლით. ყოველთვის შეიძლება დაბალი ბლოკით თამაში, მაგრამ მე ამისათვის არ გამოვდგები. დაცვაში ჩაჯდომა და კონტრშეტევის ხარჯზე 1:0 მოგება არ გვსურს.

ინტენსივობის გარეშე ჩემპიონთა ლიგაზე მოგების შანსები არ გაქვს. ამ ტურნირზე ყველა გუნდს ძალიან სწრაფი კონტრშეტევები აქვს და ეს „ბრიუგესაც“ კარგად გამოსდიოდა - ამისთვის ბელგიელები შექებას იმსახურებენ. 3:3 არაა საუკეთესო შედეგი, მაგრამ პოზიტივი ისაა, რომ სამივეჯერ ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ. ჩვენი სრული პოტენციალის შეფასება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ყველა ტრავმირებული დაგვიბრუნდება“.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ბარსა“ სტუმრად „ბრიუგეს“ დაუზავდა (3:3). ოთხი მატჩის შემდეგ „ბლაუგრანა“ 7 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილზეა და დარჩენილ მატჩებში „ჩელსის“ (სტუმრად), „აინტრახტს“ (შინ), „სლავიას“ (სტუმრად) და „კოპენჰაგენს“ (შინ) შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტრაქტი გაახანგრძლივა - დე იონგი ბარსაში 2029 წლამდე ითამაშებს
კონტრაქტი გაახანგრძლივა - დე იონგი ბარსაში 2029 წლამდე ითამაშებს