კაირატმა ინტერი ანერვიულა - ზარია მეორე ტაიმში ცვლილებაზე შევიდა
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-4 ტურში მილანის „ინტერმა“ ალმაატის „კაირატს“ უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად მხოლოდ 2:1 დაამარცხა.
მასპინძლებს ტოტალური უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ლაუტარო მარტინესის მიერ გატანილი გოლით მხოლოდ 1:0-ს იგებდნენ. მეტოქე არ შეაფასეს და 55-ე წუთზე კუთხურიდან გოლიც გაუშვეს.
საბოლოოდ, „ინტერმა“ კარლოს აუგუსტოს გოლით (67-ე წუთზე) მაინც მოიგო.
რაც შეეხება გიორგი ზარიას, ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ, ძირითადში ადგილი ჯერ ვერ დაიბრუნა. „სან სიროზე“ 76-ე წუთიდან ვიხილეთ. შეფასების სახით 6.5 მიიღო. ისევე როგორც მთელს მის გუნდს, ვერც ზარიამ ბევრი ვერაფერი მოახერხა და „ინტერმა“ დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა.
ოთხი ტურის შემდეგ, „ინტერი“ ქულათა მაქსიმუმით „არსენალთან“ და „ბაიერნთან“ ერთად ლიდერთა სამეულში იმყოფება. „კაირატი“ კი 1 ქულით 34-ე პოზიციას იკავებს.
მე-5 ტურში მილანელები მადრიდში „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდებიან. ალმაატელები კი ასევე სტუმრად „კოპენჰაგენს“ ესტუმრებიან.