„საუკეთესო გუნდი დამარცხდა“ - მოურინიოს ტრადიციული თავის მართლება
ჟოზე მოურინიო „ბენფიკაში“ გაცემულ ავანსებს ჯერჯერობით აშკარად ვერ ამართლებს - შიდა პირველობაზე ლისაბონელები ლიდერ „პორტუს“ 4 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში დედაქალაქელებმა „განსაკუთრებულის“ ხელმძღვანელობით „ნიუკასლთან“ (0:3), „ჩელსისთან“ (0:1) და „ლევერკუზენთან“ (0:1) ზედიზედ სამი მატჩი წააგეს. პორტუგალიელი სპეციალისტის შეხვედრის შემდგომ გაკეთებული კომენტარები მუდამ საინტერესოა და ტრადიცია ამჯერადაც არ დარღვეულა.
ჟოზე მოურინიო
„ბენფიკამ“ ყველაფერი გააკეთა თამაშის მოსაგებად გოლის გატანის გარდა - თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ საუკეთესო კლუბი დამარცხდა. უმაღლესი ხარისხის თამაში ვაჩვენეთ. გარდა იმისა, რომ შესანიშნავად ვუტევდით, მეტოქის რამდენიმე კონტრშეტევა განვახორციელეთ. მერწმუნეთ, ასეთი ხასიათის 10 თამაშიდან „ბენფიკა“ ცხრას მოიგებს, უბრალოდ ამჯერად ის ერთი გამონაკლისი შემთხვევა იყო. მომდევნო ეტაპზე გასვლა უკვე რთული იქნება, მაგრამ ასე თუ განვაგრძობთ, თამაშების მოგებას აუცილებლად დავიწყებთ.
ცნობისათვის, „ბენფიკა“ „აიაქსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაში ოთხი ტურის შემდეგ უქულოდ არის. მომდევნო შეხვედრას მოურინიოს კრებული პრიმეირა ლიგაში „კაზა პიასთან“ გამართავს, ჩემპიონთა ლიგაში კი სწორედ „აიაქსს“ სტუმრად დაუპირისპირდება.