“მისი გოლი ძალიან გამიხარდა“ - მარსელინო მიქაუტაძეზე
ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალმა ოსასუნას უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
როგორც ყოველთვის, გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელმაც მინდორზე 90 წუთი დაყო და სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ კომენტარი გააკეთა.
მარსელინო:
„ოსასუნას დამარცხება ყოველთვის რთულია. ისინი ძალიან სწრაფები არიან და კომპაქტურად გადაადგილდებიან. აღსანიშნავია, რომ რეალმა მათ მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა, თანაც პენალტით.
ვფიქრობ, მიქაუტაძეს დრო უნდა მივცეთ და ის ძალიან ბევრ გოლს გაიტანს. მისი გოლი ძალიან მიხარია. როდესაც გოლი გაგაქვს თავდაჯერებულობა გემატება. მე ჩემი ყველა თავდამსხმელისგან შეუპოვრობას და მომენტების გამოყენებას ვითხოვ.“
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ვილიარეალს ლიონიდან 36 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. დღეს მისთვის მესამე მატჩი იყო და როგორც უკვე მოგახსენეთ, სადებიუტო გოლიც გაიტანა.