კარგი ამბავი: კიტეიშვილი დაბრუნდა და შტურმმა ზალცბურგთან გაიმარჯვა
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-7 ტურში 10-კაციანი „ზალცბურგი’’ შინ გრაცის „შტურმთან’’ 0-2 დამარცხდა. ავსტრიის ჩემპიონს ოთარ კიტეიშვილი დაუბრუნდა, რომელიც ტრავმის გამო „შტურმს’’ ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარა. გარდა ამისა, სექტემბრის სანაკრებო შეხვედრებიც გამოტოვა.
„შტურმის’’ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ ზაუმელმა ქართველი ნახევარმცველი თამაშში 59-ე წუთზე ჩართო (როცა ორივე გოლი გასული იყო).
„შტურმმა’’ 6-დან 4 მატჩი მოიგო, 2 დათმო, ამ მომენტისთვის 12 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა თუ კონკურენტი „ალტახი’’ თავის მატჩს მოიგებს, მესამე ადგილზე აღმოჩნდება.
ოქტომბერში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთს (11 ოქტომბერი) და თურქეთს (14 ოქტომბერი) ვესტუმრებით. ოთარ კიტეიშვილის როლი ნაკრების თამაშში ძალიან დიდია, მისი ჯანმრთელობა და კარგ ფორმაში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.