ყველაფერი მზად არის - მოურინიო მადრიდში დღეს გაფრინდება
დღეს ჟოზე მოურინიო ლისაბონიდან მადრიდში გაფრინდება, რათა ოფიციალურად დაასრულოს მადრიდის რეალში დაბრუნების პროცესი.
პორტუგალიელი სპეციალისტი ჩასვლისთანავე კლუბის საწვრთნელ ბაზაზე გაემგზავრება და მუშაობას დაიწყებს. ამ ეტაპზე არც პრესკონფერენციის და არც ოფიციალური წარდგენის გამართვა იგეგმება — ეს ღონისძიებები ივლისში გაიმართება, როდესაც მისი კონტრაქტი ოფიციალურად შევა ძალაში.
მოურინიოს დანიშვნის გზა საბოლოოდ მას შემდეგ გაიხსნა, რაც გუშინ საღამოს ალვარო არბელოამ პოსტი დატოვა. რამდენიმე საათში ბენფიკამაც დაადასტურა მოურინიოს წასვლა და მის ნაცვლად მარკო სილვას დანიშვნა.
„რეალი“ ოთხშაბათს ოფიციალურად გამოაცხადებს, რომ „განსაკუთრებული“ სამწლიანი კონტრაქტით ბრუნდება. ის მადრიდში ხუთ თანაშემწესთან ერთად იმუშავებს.
თავდაპირველად მოურინიო მუშაობის დაწყებას სეზონის ბოლო ლა ლიგის მატჩის შემდეგ გეგმავდა, თუმცა კლუბის საპრეზიდენტო არჩევნების გამო პროცესი გადაიდო.