კონორი ამბობს, რომ თეთრ სახლში იჩხუბებს - ცნობილია მეტოქეც
UFC-ის ორი წონის ექსჩემპიონმა, ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში გამართული ღონისძიებაზე იჩხუბებს. მაკგრეგორის თქმით, მისი მეტოქე მაიკლ ჩენდლერი იქნება.
„დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ ვბრუნდები! თეთრ სახლში გასამართ ტურნირზე ვიჩხუბებ - ეს ჩემი შოუ იქნება. ვიცი, ვინც იქნება ჩემი მეტოქე - მაიკლ ჩენდლერი. ჩვენ ერთად ვმონაწილეობდით The Ultimate Fighter-ის შოუში - ის ძლიერი მებრძოლი და კარგი ადამიანია“.
შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორის ბოლო ჩხუბი ოქტაგონში 2021 წლის ივლისით თარიღდება, როდესაც ირლანდიელი პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დასტინ პორიესთან დამარცხდა.
რაც შეეხება ჩენდლერს, მას ზედიზედ 3 წაგება აქვს (პორიე, ოლივეირა, პიმბლეტი) - პედიმ ის ტექნიკური ნოკაუტით მიმდინარე წლის აპრილში დაამარცხა.
ცნობისთვის, თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიება 2026 წლის ივნისში გაიმართება, აწონვების ცერემონია კი აბრაამ ლინკოლნის მემორიალის ფონზე გაიმართება.