ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

„დასამტკიცებელი აღარაფერი მაქვს“ - პერეირა ანკალაევთან ბრძოლის წინ

მაგომედ ანკალაევსა და ალექს პერეირას შორის გასამართ პირველ ბრძოლამდე უფრო ამბიციურ განცხადებებს ბრაზილიელი აკეთებდა, ამჯერად კი სიტუაცია საპირისპიროდ არის შეცვლილი. დაღესტნელი ჩემპიონი აცხადებს, რომ ამჯერად „პო ატანს“ დააფინიშებს, ხოლო ეს უკანასკნელი ხმამაღალი კომენტარებისგან თავს იკავებს. რა არის ამის მიზეზი და რამდენად დიდი რამ დევს სასწორზე, ამის თაობაზე დასმულ შეკითხვას პერეირამ ასეთი პასუხი გასცა:

„ვიცი, რომ ხალხი ბევრს საუბრობს და ბევრს ელოდება, მაგრამ რეალობა გახლავთ ის, რომ შერეულ ორთაბრძოლებში უკვე საკმარისზე მეტს მივაღწიე, სწორედ ამიტომ არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობ. გავაკეთე მაქსიმუმი და გავაკეთე ყველაფერი, რაც მინდოდა. სულ სხვა ვითარება იქნებოდა ჩემი კარიერა ახლა რომ იწყებოდეს და გამარჯვებებს მოწყურებული ვიყო, მაგრამ ეს ეტაპი უკვე გავლილია და ისტორიაშიც შესული ვარ“.

შეგახსენებთ, რომ UFC 320-ზე, თბილისის დროით 5 ოქტომბერს გამთენიისას, ღონისძიების მთავარი მოვლენა მაგომედ ანკალაევსა და ალექს პერეირას შორის ქვემძიმე წონით დივიზიონში გასამართი რემატჩი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრილოგია არ იქნება - ანკალაევი პერეირას ეთანხმება
ტრილოგია არ იქნება - ანკალაევი პერეირას ეთანხმება