გია გეგუჩაძე
Aa
Aa

გეგუჩაძე იბერიას აღარ გაწვრთნის | დიდი ალბათობით უცხოელი შეცვლის

საქართველოს მოქმედ ჩემპიონ „იბერიას’’ გია გეგუჩაძე აღარ გაწვრთნის. ინფორმაცია კლუბში დაგვიდასტურეს.

ახალ მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არაა, თუმცა დიდი ალბათობით თბილისურ კლუბს უცხოელი სპეციალისტი ჩაიბარებს.

გასულ ზაფხულში „იბერია’’ ევროტურნირებზე წარუმატებლად გამოვიდა, რის შემდეგაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლევან კორღალიძე გია გეგუჩაძემ შეცვალა. გამოცდილი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „იბერიამ'' უმაღლეს ლიგაში 2 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 3 დათმო. ასევე, საქართველოს თასის მერვედფინალში „იბერიამ'' „ტორპედო’’ დაამარცხა (2:1).

გუშინ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურში თბილისის „დინამომ’’ „იბერიას’’ 2:1 მოუგო. ამ მატჩით გეგუჩაძემ თბილისურ კლუბში მუშაობა დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები