ხვიჩა კვარაცხელია, ოქროს ბურთი, უსმან დემბელე, ლამინ იამალი
Aa
Aa

აშკარა და გამოკვეთილი ფავორიტი - ოქროს ბურთზე საბოლოო კოეფიციენტები ცნობილია

22 სექტემბერს, პარიზში 2024/25 წლების სეზონის ოქროს ბურთის გამარჯვებული გამოვლინდება. ფავორიტების შესახებ უკვე ყველაფერი ცნობილია, თუ ვის აქვს გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი.

დღეს კი ბუკმეიკერებმა საბოლოო მონაცემები გამოაქვეყნეს, სადაც უსმან დემბელე ცალსახა და გამოკვეთილ ფავორიტად არის მიჩნეული. ფრანგ შემტევს ყველაზე დაბალი კოეფიციენტი აქვს - 1.25.

დემბელეს შემდეგ ყველაზე რეალური შანსი ლამინ იამალს აქვს, რომლის კოეფიციენტიც 5.25 გახლავთ. მესამე პოზიციაზე კი ვიტინია იმყოფება - 17.20.

შემდეგ მოდიან რაფინია და მუჰამედ სალაჰი. მათი კოეფიციენტი 20-დან 30-მდე მერყეობს.

რაც შეეხება ხვიჩას, მისი კოულ პალმერის, ფაბიან რუისისა და აშრაფ ჰაკიმის კოეფიციენტი 40-დან 60-მდეა.

როგორც ჩანს, მოლოდინები გამართლდება და შარშანდელი წლის მსგავსად, ამჯერად დაჯილდოების ცერემონიაზე სიურპრიზები ან სკანდალები არ გველოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები