გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

Daily Mail: მამარდას ოფიციალური დებიუტი მომდევნო კვირაში შედგება

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ზაფხულში „ლივერპულს“ შეუერთდა, „მერსისაიდელთა“ რიგებში ოფიციალურ დებიუტს ამ დრომდე ელოდება. გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, მამარდას მოედანზე მომდევნო კვირაში ვიხილავთ.

რას წერს გამოცემა:

„როდესაც „ლივერპულმა“ მამარდაშვილი შეიძინა, ამან გამოიწვია დებატები, უნდა დარჩეს თუ არა ალისონი „წითლების“ პირველ ნომრად.

ახალ სეზონში გუნდმა უკვე 5 მატჩი ჩაატარა და ხუთივე ბრაზილიელმა დაიწყო. უახლოეს ტურში „ლივერპულს“ „მერსისაიდული“ დერბი ელოდება, რომელშიც დიდი ალბათობით ისევ ალისონი ითამაშებს, ხოლო მამარდაშვილი სადებიუტო მატჩს ლიგის თასზე „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ ჩაატარებს“.

სათასო მატჩს „ლივერპული“ 23 სექტემბერს საკუთარ კედლებში გამართავს და არნე სლოტს შემადგენლობის როტაციის საშუალება მიეცემა“. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი გასული წლის ზაფხულში გააფორმა, განვლილი სეზონი კი იჯარით „ვალენსიაში“ ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედია, მომავალში ლიონში დაბრუნდება“ | ლაკაზეტმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
„იმედია, მომავალში ლიონში დაბრუნდება“ | ლაკაზეტმა მიქაუტაძეზე ისაუბრა