გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

24 წლისაა და მხოლოდ წინ წავა | დარენ ბენტმა მამარდაზე ისაუბრა

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დარენ ბენტმა talkSPORT-ის იუთუბ არხზე „ლივერპულის’’ შემადგენლობაზე ისაუბრა და ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ახსენა. ბენტის აზრით, მამარდაშვილი სოლიდური მეკარეა.

დარენ ბენტი: „როცა „ლივერპულის’’ შემადგენლობის სიღრმეზეა საუბარი, მათ ჰყავთ გიორგი მამარდაშვილი, მისი თამაში მინახავს, კარგი მეკარეა, 24 წლისაა და მხოლოდ წინ წავა, ეს ნორმალურია’’.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე მერსისაიდულ გუნდს გასულ ზაფხულში შეუერთდა, ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობდა, თუმცა ალისონის დაბრუნების შემდეგ არ უთამაშია. ამ სეზონში არნე სლოტის გუნდმა ყველა ტურნირის ჩათვლით ექვსი მატჩი ჩაატარა, სასტარტოში ყოველთვის ალისონი იყო, მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა ვიმედოვნოთ, რომ ქართველი მეკარე სათამაშო დროს მიიღებს.

ქართველ კიპერს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2031 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბერტოლას ფაქტორი | გოგლიჩიძე მილანთან სასტარტოში იქნება
ბერტოლას ფაქტორი | გოგლიჩიძე მილანთან სასტარტოში იქნება