ყველა დროის საუკეთესო არაამერიკელი კალათბურთელები | HoopsHype-ის რეიტინგი
სპორტულმა პორტალმა HoopsHype-მა NBA-ის ყველა დროის საუკეთესო არაამერიკელი კალათბურთელების რეიტინგი წარადგინა.
რეიტინგის შედგენისას მნიშვნელობა ენიჭებოდა FIBA-ს სისტემაში მიღწეულ წარმატებებს, თუმცა მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი NBA-ში გატარებული კარიერა იყო.
რეიტინგის პირველ ადგილზე ჰაკიმ ოლაჯუვონი (ნიგერია) მოხვდა, რომელიც ორჯერ გამხდარა NBA-ის ჩემპიონი, ორჯერ - ფინალების MVP, ერთხელ დასახელდა სეზონის MVP-დ, 12-ჯერ მოხვდა „ოლ სთარზე“, ორჯერ გახდა წლის საუკეთესო მცველი და ერთხელ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.
მეორე ადგილზეა „დალასის“ გერმანელი ლეგენდა დირკ ნოვიცკი, რომელიც თითოჯერ იყო NBA-ის ჩემპიონი, ფინალების MVP და სეზონის MVP. ნოვიცკიმ 14-ჯერ ითამაშა „ოლ სთარზე“, გერმანიის ნაკრებთან ერთად კი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაო და ევრობასკეტის ვერცხლი მოიგო.
სამეულში მოხვდა „მილუოკის“ ბერძენი ლიდერი იანის ანტეტოკოუნმპო, რომლის ანგარიშზეც NBA-ის ჩემპიონობაა, ფინალების MVP-ს ერთი და სეზონის MVP-ს 2 ჯილდო, „ოლ სთარის“ 9 შეხვედრა, სეზონის საუკეთესო მცველის ჯილდო და ევრობასკეტის ბრინჯაოს მედალი.
რეიტინგის ხუთეულში ასევე არიან ნიკოლა იოკიჩი (სერბეთი) და სტივ ნეში (კანადა), სრულად კი რეიტინგს ბმულზე გაეცნობით.