ამბავი მეტოქის ბანაკიდან - ესპანელებმა მწვრთნელი შეარჩიეს
Aa
Aa

ამბავი მეტოქის ბანაკიდან - ესპანელებმა მწვრთნელი შეარჩიეს

საქართველოსა და ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრები გუნდების მეტოქეობა ევრობასკეტზე რომ არ ამოწურულა, ამის თაობაზე გულშემატკივრებს კარგად მოეხსენება. ქართველი კალათბურთელები ევროპის ოთხგზის ჩემპიონებს 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლშიც დაუპირისპირდებიან და მათი გზები უკვე ნოემბერში, „ლაგუნა ტენერიფეს“ დარბაზში გადაიკვეთება. საინტერესოა ისიც, რომ ეს მატჩი გიორგი შერმადინის სანაკრებო კარიერაში უკანასკნელი იქნება.

კონტინენტის პირველობაზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, პირენეელთა დამრიგებლის პოსტი სერჯო სკარიოლომ დატოვა და როგორც ესპანური სპორტული გამოცემები წერენ, მისი შემცვლელი უკვე ნაპოვნია. ამ ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა არჩევანი „რეალის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელზე, 56 წლის ჩუს მატეოზე შეაჩერეს და მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. თუ მოხდა სასწაული და მასთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, ალტერნატიულ ვარიანტებად ხაუმე პონსარნაუ, დანიელ მირეტა და ხავიერ პასკუალი განიხილებიან.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ესპანეთის ნაკრები 83:69 დაამარცხა და საბოლოო ჯამში, სკარიოლოს მომზადებული გუნდი პლეი ოფს მიღმა სწორედ ამ წაგების გამო აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIBA-ს განახლებული რეიტინგი: საქართველოს ნაკრები ოცეულშია
FIBA-ს განახლებული რეიტინგი: საქართველოს ნაკრები ოცეულშია