ჰამბურგი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა - გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი ჰაიდენჰაიმთან

ბუნდესლიგის მე-4 ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმს“ 2:1 მოუგო. გოჩოლეიშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და აქტიურად ერთვებოდა „ჰამბურგის“ შეტევებში. 42-ე წუთზე ქართველი მცველის აქტიურობის შემდეგ ლუკა ვუშკოვიჩმა მასპინძლები დააწინაურა და პირველი ტაიმი „ჰამბურგმა“ მინიმალური ანგარიშით მოიგო.


59-ე წუთზე რაიან ფილიპმა „ჰამბურგის“ მეორე გოლი გაიტანა, გოჩოლეიშვილმა კი პრეასისტი მიითვალა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „ჰაიდენჰაიმმა“ ანგარიშში ჩამორჩენა შეამცირა - თავი შეცვლაზე შესულმა ადამ კოლემ გამოიჩინა.

გოჩოლეიშვილმა 85 წუთი ითამაშა, Sofascore-ისგან 7.4-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 48 შეხება ბურთთან, 20-დან 18 ზუსტი პასი (90%), 3 არაზუსტი ჩაწოდება, 1 არაზუსტი გრძელი პასი, 1 დარტყმა კარისკენ, 2 დაბლოკილი დარტყმა, 3-დან 2 წარმატებული დრიბლინგი, 6-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა, 1 ჩაჭრა. გოჩოლეიშვილმა 8-ჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქეს ორჯერ დაარღვევინა წესები.

გიორგი გოჩოლეიშვილის საუკეთესო მომენტები

რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, წინა ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო ქართველ ფორვარდს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს და თავის გუნდს კიდევ 2 მატჩში ვერ დაეხმარება.

4 ტურის შემდეგ „ჰამბურგი“ 4 ქულით სატურნირო ცხრილის მე-14 ადგილზე, „ჰაიდენჰაიმი“ კი 0 ქულით - ბოლო, მე-18 ადგილზეა. მომდევნო ტურში გოჩოლეიშვილის გუნდი ბერლინის „უნიონს“ ესტუმრება, „ჰაიდენჰაიმი“ კი „აუგსბურგს“ მიიღებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    კაკაბაძის გუნდი გალიდერდა, კვერნაძე მწვრთნელმა შეაქო
    კაკაბაძის გუნდი გალიდერდა, კვერნაძე მწვრთნელმა შეაქო