კიტეიშვილმა ტრავმა მოირჩინა და სათამაშოდ მზადაა
საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ტრავმის შემდეგ მოედანს უბრუნდება.
Crystalsport-ის ინფორმაციით, კიტეიშვილმა ტრავმა სრულად მოირჩინა და სათამაშოდ მზად არის. დღეს, გრაცელები სტუმრად „ზალცბურგს“ დაუპირისპირდებიან და მოსალოდნელია, რომ ქართველი შუახაზელი მეორე ტაიმში ცვლილებაზე ითამაშებს.
29 წლის კიტეიშვილმა ტრავმა 30 აგვისტოს „გრაცერთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში მიიღო და მოედანი პირველი ტაიმის შემდეგ დატოვა.
კიტეიშვილმა ჯამში 4 მატჩი გამოტოვა - 2 სანაკრებო (თურქეთთან და ბულგარეთთან) და 2 საკლუბო დონეზე.
„შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონატში ამჟამად 9 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, თუმცა გრაცელებს ექვსის ნაცვლად ხუთი მატჩი აქვთ გამართული და გამარჯვების შემთხვევაში პოტენციურად მეორე პოზიციაზე აღზევდებიან.
კიტეიშვილსა და „შტურმს“ შუა კვირაში ევროპა ლიგაზე თამაში უწევთ. გრაცელები 24 სექტემბერს სტუმრად „მიდტიულანდს“ დაუპირისპირდებიან.