“არაფერს დავთმობთ“ - მიქაუტაძე გატანილი გოლის შემდეგ
ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალმა ოსასუნას უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
როგორც ყოველთვის, გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელმაც მინდორზე 90 წუთი დაყო და სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა თავდამსხმელმა კომენტარი გააკეთა.
მიქაუტაძე:
„პირველი გამარჯვება და პირველი გოლი. არაფერს დავთმობთ.. 69-ე.. სხვაგვარად ვერც დაიწყებოდა..“
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ვილიარეალს ლიონიდან 36 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. დღეს მისთვის მესამე მატჩი იყო და როგორც უკვე მოგახსენეთ, სადებიუტო გოლიც გაიტანა.