ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

ზურიკომ ტრავმა მოირჩინა და დაბრუნდა | სენტ-ეტიენმა რეიმსს მოუგო

ლიგა 2-ის მე-6 ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „რეიმსს“ უმასპინძლა და 3:2 გაიმარჯვა. 

27-ე წუთზე „მწვანეები“ ირვინ კარდონას პასის შემდეგ ლუკა სტასენმა დააწინაურა. 43-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს - 11-მეტრიანი ზუსტად ტედი ტეუმამ შეასრულა, თუმცა უკვე პირველ ტაიმში ლუკა სტასენმა ულამაზესი დარტყმით „რეიმსის“ მეკარეს შანსი არ დაუტოვა და დუბლი გაიფორმა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „სენტ-ეტიენმა“ უპირატესობა გაზარდა - თავი იგორ მილადინოვიჩმა გამოიჩინა. 69-ე წუთზე დუბლი ტეუმამაც გაიფორმა, თუმცა „მწვანეებმა“ მათთვის სასურველი ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს.

რაც შეეხება დავითაშვილს, ქართველმა ფეხბურთელმა „კლერმონთან“ წინა ტურის მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა, მიმდინარე კვირაშიც ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, სამატჩო განაცხადში მაინც მოხვდა, თუმცა ეირიკ ჰორნელანდმა ის სათადარიგოთა სკამზე დატოვა და თამაშში მხოლოდ 67-ე წუთზე ჩართო.

ზურიკომ Sofascore-ისგან 6.3-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 13 შეხება ბურთთან, 7-დან 15 ზუსტი პასი (71%), 1 არაზუსტი გრძელი პასი, 2 დაბლოკილი დარტყმა, 2 წაგებული ორთაბრძოლა. დავითაშვილმა 5-ჯერ დაკარგა ბურთი და ერთხელ დაჯარიმდა.

ზურიკოს გამორჩეული მომენტები


6 მატჩის შემდეგ „სენტ-ეტიენს“ 14 ქულა აქვს. „მწვანეები“ ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე არიან და მომდევნო მატჩს 23 სექტემბერს სტუმრად „ამიენის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი: კიტეიშვილი დაბრუნდა და შტურმმა ზალცბურგთან გაიმარჯვა
კარგი ამბავი: კიტეიშვილი დაბრუნდა და შტურმმა ზალცბურგთან გაიმარჯვა