მიქაუტაძის სადებიუტო გოლი - ვილიარეალმა ოსასუნას მოუგო
ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალმა ოსასუნას უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
როგორც ყოველთვის, გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელმაც მინდორზე 90 წუთი დაყო და სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ჟორჟი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა.
პირველი ტაიმი ოსასუნას გამარჯვებით დასრულდა. მეორე ნახევარში, მასპინძლებმა ზეწოლა გაზარდეს. 69-ე წუთზე ერთ-ერთ ჩაწოდებას ქართველი თავდამსხმელის თავური გოლი მოყვა.
86-ე წუთზე კი ყვითელი წყალქვეშა ნავი გეიემ დააწინაურა და მატჩის საბოლოო შედეგი 2:1 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ვილიარეალს ლიონიდან 36 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. დღეს მისთვის მესამე მატჩი იყო და როგორც უკვე მოგახსენეთ, სადებიუტო გოლიც გაიტანა.