დვალიშვილი წელს მე-4 ბრძოლას უმიზნებს - სასურველი მეტოქეც დაასახელა
მერაბ დვალიშვილი, რომელსაც უკვე ბევრი ასახელებს როგორც მსუბუქი წონის დივიზიონის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლად, თუმცა თავად „მანქანა” UFC-ის მოქმედი ჩემპიონის როლში თავს კომფორტულად ჯერ კიდევ ვერ გრძნობს.
„არა, ნამდვილად არ ვგრძნობ თავს კომფორტულად ჩემპიონის როლში. UFC-ში ყოველი ბრძოლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია - მაშინაც კი ასე იყო, როცა ჯერ ქამრის მფლობელი არ ვიყავი და ახლაც, როცა ჩემპიონი ვარ. განსხვავება არ არის - ყველა ბრძოლას ერთნაირად ვუდგები. ყოველთვის ერთი მიზანი და ერთი მოტივაცია მაქვს.
ახლა კიდევ უფრო მოტივირებული ვარ, მაგრამ როცა ჩემპიონი ხდები, პოპულარული ხდები. ჩნდება უფრო მეტი ყურადღების გამფანტველი ფაქტორი, უფრო მეტი ადამიანი ირგვლივ. ჩნდება უფრო მეტი შესაძლებლობა. და, რა თქმა უნდა, მყავს ოჯახი, მეგობრები, თანაგუნდელები, მწვრთნელები, მეზობლები. ყველასთვის დროის დათმობაა საჭირო, ეს რთულია, მაგრამ ვცდილობ გავუმკლავდე ამას.
რაც შეეხება მომდევნო ბრძოლას, თუ მას მოვიგებ, მინდა UFC-ის ვთხოვო ნება მომცენ, რომ ამ წელს მეოთხე ბრძოლა ჩავატარო. მაგრამ ჯერ ამ ორთაბრძოლაში უნდა გავიმარჯვო. ძალიან კონცენტრირებული ვარ, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, არ ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა ჩემთვის იოლი იქნება. თუ გავიმარჯვებ, მინდა სწრაფად დავბრუნდე და პიოტრ იანს ვებრძოლო, რადგან ის არის ახლა აშკარა პრეტენდენტი და დივიზიონში სატიტულო ბრძოლას ყველაზე მეტად იმსახურებს”.
- განაცხადა ქართველმა მებრძოლმა MMA Junkie-სთან ინტერვიუში.
სატიტულო ბრძოლა დვალიშვილსა და სენდჰეგენს შორის UFC 320 ტურნირის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება, რომელიც 4 ოქტომბერს ლას-ვეგასში გაიმართება. იმავე ღონისძიებაზე ალექს პერეირასა და მაგომედ ანკალაევის მატჩრევანში შედგება.