ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„კიდევ ერთხელ დაიცავს ტიტულს და...“ - ცარუკიანმა თოფურიაზე ილაპარაკა

UFC-ის მსუბუქი წონის რეიტინგის მეორე ნომერი, არმან ცარუკიანი ილია თოფურიაზე საუბარს არ წყვეტს.

სომეხი მებრძოლის თქმით, „ელ მატადორი“ ფინანსურად უფრო მომგებიან ჩხუბებზეა კონცენტრირებული და ამის გამო, ალბათ ქამარსაც კი დატოვებს.

„ჩემი ამოცანაა გავაკეთო ყველაფერი, რასაც UFC მეუბნება - ვიჩხუბო ყველასთან, სანამ სატიტულო ბრძოლას არ მომცემენ. თოფურია კი დიდი ალბათობით მსუბუქ წონაში ქამარს ვაკანტურს გახდის. კიდევ ერთხელ დაიცავს ტიტულს და ქამარს დატოვებს. მას ბევრი ფული და დიდი ჩხუბები სურს. უნდა კრივში გადავიდეს. მაგალითად, ტერენს კოუფორდთან ბროლის გამო“, - თქვა არმანმა.

ცნობისთვის, ცარუკიანმა UFC-ში ბოლო ბრძოლა 2024 წლის აპრილში ჩარლზ ოლივეირასთან ჩაატარა და ბრაზილიელი მოწინააღმდეგე მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

თავის მხრივ, ილიამ განაცხადა, რომ არ სურს, მისი მომდევნო მეტოქე არმანი იყოს და ურჩევნია, ქამარი ვაკანტური გახადოს, ვიდრე მას ეჩხუბოს.

გეტყვით ასევე, რომ „ელ მატადორმა“ 29 ივნისს, ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტურ ქამარს დაეუფლა.

ქართველი მებრძოლის მომდევნო ჩხუბის თარიღი და მეტოქე ჯერჯერობით უცნობია. ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად ჯასტინ გეიჯიზე იწერება, თუმცა UFC-ის ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ან მეჩხუბოს, ან ტიტული დათმოს“ - ცარუკიანი თოფურიას არ ეშვება
„ან მეჩხუბოს, ან ტიტული დათმოს“ - ცარუკიანი თოფურიას არ ეშვება