ფრანჩესკო ტოტი, ჯენარო გატუზო
Aa
Aa

„კიდევ ერთი მუნდიალის გამოტოვება აუტანელი იქნება“ - ტოტი გატუზოს მუშაობაზე

იტალიის ნაკრებს რომ კარგი პერიოდი არ უდგას, ეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდანაც კარგად ჩანს. „სკუადრა აძურა“ ჯგუფის ლიდერ ნორვეგიელებს 6 ქულით ჩამორჩება და თუ თამაშის ხარისხს არ გამოასწორებს, ზედიზედ მესამე მუნდიალის გამოტოვების საფრთხის წინაშე დადგება. ამის გაგონებაც კი არ სურს იტალიური ფეხბურთის ლეგენდას ფრანჩესკო ტოტის, რომელმაც ყოფილი თანაგუნდელის, ჯენარო გატუზოს მუშაობაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

„მიუხედავად იმისა, რომ მასთან ერთად წლების განმავლობაში ვთამაშობდი, ცოტა არ იყოს უცნაურად მეჩვენება გატუზოს ხილვა იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად. თუმცა, მის გამო გახარებული ვარ და იმედი მაქვს „აძურას“ მთავარ საფეხბურთო ტურნირზე დააბრუნებს. ზედიზედ მესამე მუნდიალის იტალიის ეროვნული გუნდის გარეშე ხილვა, უბრალოდ აუტანელი იქნება, რადგან ჩვენ უკვე ზედმეტად შევეჩვიეთ ამას“.

ცნობისათვის, იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე ბოლო დიდ წარმატებას 2006 წელს ფრანჩესკო ტოტისთან ერთად მიაღწია, როდესაც ჩემპიონი გახდა. მას შემდეგ „აძურას“ საქმეები აშკარად ცუდად მიდის - 2010 და 2014 წლის მუნდიალებზე ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, ხოლო 2018 და 2022 წლებში ფინალურ ეტაპზე საერთოდ ვერ მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სერიოზული საკადრო კრიზისია“ - ანჩელოტი სკუადრა აძურაზე
„სერიოზული საკადრო კრიზისია“ - ანჩელოტი სკუადრა აძურაზე