საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

უდინეზეს პირველი მარცხი | რუნიაიჩმა გოგლიჩიძე მილანთან არ ათამაშა

იტალიის სერია A-ს მე-4 ტურში „უდინეზე’’ შინ „მილანთან’’ 0-3 დამარცხდა. პულიშიჩმა დუბლი შეასრულა (მე-40 და 53-ე წუთები) და მის გოლებს შორის იუსუფ ფოფანამ გაიტანა (46-ე წუთი).

მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა საბა გოგლიჩიძე კვლავ სასტარტო 11-ეულის მიღმა დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურში მილანის „ინტერთან’’ მოგებულ მატჩში გოგლიჩიძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რუნიაიჩმა მე-3 ტურში „პიზასთან’’ და მე-4 ტურში „მილანთან’’ სათადარიგოთა სკამზე დასვა. „პიზასთან’’ მატჩში საბამ დასკვნითი 15 წუთი ითამაშა, დღეს მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დატოვეს.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში „უდინეზემ'' 4 გოლი გაიტანა და 5 გაუშვა. 5-დან სამი გოლი დღეს „მილანმა'' გაუტანა. ასევე ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ „მილანთან'' მატჩამდე რუნიაიჩის გუნდი დაუმარცხებელი იყო.

სერია A-ს მე-5 ტურში, 28 სექტემბერს „სასუოლო'' „უდინეზეს'' მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება 94-ე წუთზე | იეგოიანი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო
გამარჯვება 94-ე წუთზე | იეგოიანი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო