ნიურნბერგის პირველი გამარჯვება | ლოჩოშვილი საიმედო იყო
ბუნდესლიგა 2-ის მე-6 ტურში მიროსლავ კლოზეს გაწვრთნილმა „ნიურნბერგმა’’ სეზონში პირველი 3 ქულა მოიპოვა, მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე გრიმალდიმ გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1.
27 წლის ქართველი ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი „ნიურნბერგის’’ სასტარტო 11-ეულში იყო. გერმანელი სპეციალისტი ლუკას დიდ ნდობას უცხადებს, მიმდინარე სეზონში ყველა მატჩში (6 - ჩემპიონატი, 1 - თასი) სასტარტოში გაამწესა და ყოველთვის შეუცვლელად ათამაშა.
ლუკამ კარგი შთაბეჭედილება დატოვა, საიმედო იყო, რაიმე უხეში შეცდომა არ დაუშვია.
ბუნდესლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში „ნიურნბერგმა'' 6 მატჩი გამართა: 1 გამარჯვება, 1 ფრე, 4 მარცხი. ქართველი მცველის გუნდი 4 ქულით მე-16 ადგილზეა.
მე-7 ტურში, 28 სექტემბერს „ნიურნბერგი'' შინ ბერლინის „ჰერტას'' მიიღებს.