საგოლე შანსი ვერ გამოიყენა | MLS-ში ლობჟანიძის უგოლო სერია 30-მატჩიანია
MLS-ში „ატლანტა იუნაიტედისა’’ და „სან დიეგოს’’ საფეხბურთო დაპირისპირება 1:1 დასრულდა.
„ატლანტა იუნაიტედის’’ სასტარტო შემადგენლობაში საბა ლობჟანიძემ ითამაშა, რომელსაც გოლის გატანა ორ მომენტში შეეძლო, 56-ე წუთზე ახლოდან დაარტყა და მეკარემ მოიგერია. 69-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ იყო, მაგრამ მცველის ჩართულობამ ვითარება განმუხტა.
2025 წლის სეზონში 30 წლის ქართველმა გარემარბმა MLS-ში 30 მატჩი ჩაატარა, გოლი არ გაუტანია, 7 საგოლე პასი შეასრულა. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ლიგის თასის სამ მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.
„სან დიეგო’’ წარმატებულ სეზონს ატარებს, აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს, „ატლანტა იუნაიტედი’’ დასავლეთ კონფერენციაში 15 გუნდს შორის მე-13 ადგილზეა. საბას გუნდმა 30-დან მხოლოდ 5 მატჩი მოიგო, 12 ფრედ დაასრულა და 13 დათმო.