ვლადიმერ მამუჩაშვილი, ბიორნ იონსენი
Aa
Aa

2:1-დან 2:4 | ტორპედომ კოლხეთთან თამაში დამატებულ წუთზე შემოატრიალა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურში დავით კვირკველიას გაწვრთნილი ფოთის „კოლხეთი’’ „ფაზისზე’’ ქუთაისის „ტორპედოს’’ ორჯერ უგებდა, ჯერ 1:0-ს, შემდეგ 2:1-ს, თუმცა თამაშის მიწურულს დირკ შუსტერის გუნდმა თამაში შამოატრიალა, 2:4 მოიგო.

41-ე წუთზე ევგენ ლეშჩინსკის პასით დავით ფაღავამ „კოლხეთი’’ დააწინაურა. 53-ე წუთზე მოჰამედ შერიფმა ანგარიში გაათანაბრა. 69-ე წუთზე „კოლხეთის’’ შემტევმა ნიკოლას კაპანაძემ „მოჭრილი'' დარტყმით გაიტანა - 2:1.

23 წლის ნიკოლას კაპანაძე MLS-ის „ნიუ იორკ სიტის’’ მეორე გუნდში თამაშობდა, თუმცა ტრავმების გამო კარიერა ვერ აეწყო. „კოლხეთში’’ დუშეთის „არაგვიდან’’ გადავიდა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ექვს შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

მატჩის მიწურულს „ტორპედომ’’ სამი გოლი გაიტანა. 87-ე წუთზე ბიორნ იონსენმა პენალტი შეაგდო. 90-ე წუთზე არბიტრმა „კოლხეთის'' ცენტრალურ მცველს, აკაკი გიუნაშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, მოედნიდან გააძევა და პენალტი დანიშნა, რომელიც პირველ დამატებულ წუთზე იონსენმა გამოიყენა, ნორვეგიელმა დუბლი შეასრულა - 2:3.

მე-9 დამატებულ წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, ქუთაისურ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა.

25 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს „დილა'' 56 ქულით ლიდერობს, „ტორპედო'' 39 ქულით მესამეზეა, „კოლხეთის'' აქტივში 18 ქულაა, ბოლო პოზიციაზეა და მე-9 საფეხბურზე მყოფ „თელავს'' 4 ქულით ჩამორჩება.

ფოტო: „ტორპედოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გეგუჩაძე იბერიას აღარ გაწვრთნის | დიდი ალბათობით უცხოელი შეცვლის
გეგუჩაძე იბერიას აღარ გაწვრთნის | დიდი ალბათობით უცხოელი შეცვლის