„მერაბი და ილია მხოლოდ ამის შემდეგ მოდიან“ - პანტოჟას P4P-ის რეიტინგი
შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაცია UFC-ში P4P-ის რეიტინგს, რომელიც წონითი კატეგორიების გაუთვალისწინებლად დგინდება, ცალკე ინტრიგა გააჩნია. მას შემდეგ, როდესაც ილია თოფურიამ ქვემსუბუქის შემდეგ, საჩემპიონო ქამარი მსუბუქ დივიზიონშიც მოიპოვა, ამ რეიტინგს სათავეში ჩაუდგა. ძალთა ასეთ გადანაწილებას არ ეთანხმება უმსუბუქესი წონის ბრაზილიელი ჩემპიონი ალეშანდრე პანტოჟა, რომელიც მეხუთე ადგილზეა და თავად ასეთ კლასიფიკაციას ახდენს:
„ჩემი აზრით სამართლიანი ასე იქნებოდა - პირველ ადგილს ისლამ მახაჩევი უნდა იკავებდეს, ხოლო მე მეორე პოზიციაზე ყოფნის ღირსი ვარ. მხოლოდ ამის შემდეგ მოდიან მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია. მერაბის საბრძოლო სტილი ყველაზე მეტად მომწონს, „ელ მატადორი“ კი ორი დივიზიონის ჩემპიონია, თუმცა ძალიან მაღიზიანებს, რომ ამდენი ლეგენდა ჰყავს დამარცხებული“.
ცნობისათვის, ალეშანდრე პანტოჟა ოქტაგონში ბოლოს რამდენიმე თვის წინ შევიდა და ფრანგი კაია კარა-ფრანსის საბმიშენით დამარცხებით საჩემპიონო ქამარი კიდევ ერთხელ დაიცვა.