მიზეზი ცნობილია | პსჟ-მარსელის მატჩი გადაიდო
ლიგა 1-ში პსჟ-სა და „მარსელის'' დღევანდელი საფეხბურთო დაპირისპირება ძლიერი სტიქიური პირობების გამო გადაიდო. ფრანგული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა შეხვედრა ხვალ, ოქროს ბურთის ცერემონიის პარალელურად გაიმართოს.
„მარსელი'' ცდილობს, რომ რეგულაციები შესრულდეს, რაც მატჩის ხვალ გამართვას ნიშნავს, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს მატჩის გამართვის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტზე, რადგან ოქროს ბურთის 30 ნომინანტიდან 9 პსჟ-ს ფეხბურთელია, მათ შორისაა ქართველი სუპერვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია.
პსჟ-ს დიდი საკადრო პრობლემები აქვს. „მარსელთან'' მატჩში გუნდს დუე, დემბელე და ბარკოლა ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან.
ლიგა 1-ის საწყის ოთხ ტურში პსჟ-მ ქულათა მაქსიმუმი დააგროვა, 10 გოლი გაიტანა და 3 გაუშვა.