თემურ ქეცბაია
Aa
Aa

ანორთოსისი ასეთ მდგომარეობაში არასდროს მინახავს | ქეცბაია ეთნიკოსთან მარცხის შემდეგ

თემურ ქეცბაია „ანორთოსისის’’ მთავარ მწვრთნელად მესამედ დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ახნასის „ეთნიკოსთან’’ გასვლაზე ითამაშა და 2:0 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ქეცბაიამ აღნიშნა, რომ „ანორთოსისი'' ასეთ რთულ მდგომარეობაში არასდროს უნახავს, ბოლო 31 წელი იგულისხმა.

თემურ ქეცბაია: „ეთნიკოსს’’ გამარჯვებას ვულოცავ, დაიმსახურა. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ წინ ვიაროთ. ვხედავთ, რამდენად რთულ მდგომარეობაშია გუნდი. 31 წელია „ანორთოსისს’’ ვიცნობ, ასეთ მდგომარეობაში არასდროს მინახავს. თავები ავწიოთ და ვეცადოთ გუნდი ამ რთული მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ.

ჩვენს საქომაგოდ ბევრი ქომაგი მოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ თამაში ვერ მოვიგეთ. მადლობა მათ. თუ გვსურს მიზანს მივაღწიოთ, გვსურს ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ’’.

კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ანორთოსისმა’’ 4 მატჩი გამართა, თამაში არ მოუგია, 14-გუნდიან ჩემპიონატში 2 ქულით მე-12 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები