გიორგი მამარდაშვილი, არნე სლოტი
Aa
Aa

„როტაცია იქნება“ - მამარდაშვილის დებიუტი ლიგის თასზე შედგება?

გუშინ, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში, „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე „ევერტონს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

გიორგი მამარდაშვილს ოფიციალურ მატჩში დებიუტის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ მისცემია. ქართველი მეკარე კვლავ სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, „ლივერპულის“ კარს კი ისევ ალისონ ბეკერი იცავდა.

არნე სლოტის გუნდი მომდევნო შეხვედრას ინგლისის ლიგის თასზე, „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ გამართავს. „ლივერპულის“ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა კი „ევერტონთან“ მატჩის შემდგომ ინტერვიუში განაცხადა, რომ ლიგის თასზე როტაციას მიმართავს და გუნდის ძირითადი ბირთვი დაისვენებს. ბრიტანულ მედიაში ვარაუდობენ, რომ სწორედ „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ შედგება გიორგი მამარდაშვილის დებიუტი.

რა თქვა სლოტმა:

„ბოლო შეხვედრებში ვირჯილმა, კონატემ, გრავენბერხმა, სალაჰმა და სობოსლაიმ თითქმის შეუცვლელად ითამაშეს. რამდენიმე მათგანს სეზონის დაწყების შემდეგ საერთოდ არ დაუსვენიათ. ისინი ამ დონეზე და ამ ინტენსივობით თამაშს მიჩვეულები არიან და ძლიერი დატვირთვის მიუხედავად, მაინც ძალიან კარგად გამოიყურებიან. ახლა კი შემიძლია გითხრათ, რომ სამშაბათს მათ ვერ ნახავთ.“

„ჩემი გუნდი ძალიან ძლიერია. ჩვენნაირ გუნდებს, რომლებიც ევროპაში უმაღლეს დონეზე თამაშობენ, ასეთი შემადგენლობა სჭირდებათ, იმიტომ, რომ კვირაში ორი თამაშის ჩატარება გვიწევს. გუნდში ყველა ფეხბურთელს ვენდობი და ამ ბირთვით თამაში შეგვიძლია, უსასრულოდ გავაგრძელოთ. კარგია, რომ კვირის განმავლობაში როტაციის შესაძლებლობა მექნება.“

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ლიგის თასზე „ლივერპული“ ჩემპიონშიფის „საუთჰემპტონს“ 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.

რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, ქართველმა მეკარემ „ლივერპულის“ შემადგენლობაში პრესეზონზე, „პრესტონის“, „მილანის“, „იოკოჰამასა“ და „ატლეტიკ ბილბაოს“ წინააღმდეგ ითამაშა, თუმცა ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა ჯერ არ მიუღია. როგორც გითხარით, დიდი შანსია, რომ მამარდაშვილმა სამშაბათს, „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ ითამაშოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი სახით წარმოუდგენელი ფეხბურთელი გვყავს“ - იაშვილმა კვარაზე ისაუბრა
„მისი სახით წარმოუდგენელი ფეხბურთელი გვყავს“ - იაშვილმა კვარაზე ისაუბრა