ხვიჩა კვარაცხელია, ალექსანდრე იაშვილი
Aa
Aa

„მისი სახით წარმოუდგენელი ფეხბურთელი გვყავს“ - იაშვილმა კვარაზე ისაუბრა

სექტემბერში გამართული სანაკრებო ფანჯარა საქართველოს ეროვნული გუნდისთვის არაერთგვაროვნად შეიძლება შეფასდეს. ვილი სანიოლის მომზადებულმა ფეხბურთელებმა „დინამო არენაზე“ ჯერ თურქებთან დასანანი მარცხი განიცადეს, ხოლო სამი დღის შემდგომ ამავე არენაზე ბულგარელებს უშანსოდ მოუგეს. გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა, რომელიც სანაკრებო მიმართულებას კურირებს, გასული ორი თამაში დეტალურად შეაფასა.

ალექსანდრე იაშვილი

თურქეთთან მატჩის საწყისი 20-25 წუთი ძალიან ცუდი იყო. სამაგიეროდ მეორე ტაიმი მშვენივრად დავიწყეთ და იმდენად კარგად ვიასპარეზეთ, რომ სამბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, თამაშის ბედის შემოსატრიალებლად ძალიან ცოტა დაგვაკლდა. ბიჭები რომ სანაკრებო შეხვედრებისთვის მზად იყვნენ, სამ დღეში კარგად გამოჩნდა, როდესაც ბულგარელებს ვაჯობეთ. ეს იყო მოსაგები თამაში, როგორშიც სამი ქულის აღება ადრე გვიჭირდა, ამ თაობას კი ამ მხრივ არაფერი უჭირს.

ხვიჩა კვარაცხელიას სახით წარმოუდგენლად დიდი ფეხბურთელი გვყავს. ხომ ნახეთ, მომქანცველი სეზონის მიუხედავად, სექტემბრის ფანჯარას სრულ მზადყოფნაში შეხვდა და ორივე მატჩში გოლი გაიტანა. მისი და გიორგი მიქაუტაძის სტატისტიკა საქართველოს ეროვნულ გუნდში საოცარი და მისასალმებელია.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო სანაკრებო ფანჯარა საქართველოს ეროვნულ გუნდს რამდენიმე კვირაში ელის - 11 ოქტომბერს სტუმრად ჯგუფის ფავორიტს ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს ასევე გასვლაზე თურქებთან ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სათამაშო დღის საუკეთესო გოლი - UEFA-მ ხვიჩა გამოარჩია
სათამაშო დღის საუკეთესო გოლი - UEFA-მ ხვიჩა გამოარჩია