„უპირატესობა გვაქვს, მაგრამ 0:0-დან უნდა ვითამაშოთ“ - ფუტსალის ნაკრებმა სლოვაკეთში პირველად ივარჯიშა
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩისთვის ემზადება.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ბრატისლავაში 20 სექტემბერს ჩავიდა. 21 სექტემბერს კი, საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთში პირველი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარი ვახტანგ ჯვარაშვილმა და ვახტანგ კეკელიამ გააკეთეს.
სლოვაკეთთან საპასუხო შეხვედრა 23 სექტემბერს, ბრატისლავის გოპას არენაზე გაიმართება. თბილისში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების (4:1) შემდეგ, საქართველოს ნაკრები განმეორებით შეხვედრას სამბურთიანი უპირატესობით ხვდება.
სლოვაკეთი - საქართველოს მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლუკა ხარშილაძე (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი)
წინა ხაზი: ლევან სვანიძე (პსპ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკა ხარატიშვილი (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)