ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი, ფლოიდ მეივეზერი, ფრენსის ნგანუ, ტერენს კროუფორდი
Aa
Aa

„ილიასა და კროუფორდის ბრძოლა უსამართლო იქნება“ - UFC ლეგენდა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, მეტ ბრაუნმა, ილია თოფურიასა და ტერენს კროუფორდის შესაძლო ბრძოლაზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა და განაცხადა, რომ ეს უსამართლო ჩხუბი იქნება.

ვეტერანი მებრძოლი აღნიშნავს, რომ MMA-ში „მატადორი“ უპირობო ფავორიტი იქნება, კრივში კი, პირიქით, კროუფორდის დამარცხებას წარმოუდგენლად მიიჩნევს.

რას ამბობს ბრაუნი:

„ილია მთელი ცხოვრება ვარჯიშობს და ყველა უნარი უმაღლეს დონეზე აქვს. ვგულისხმობ დარტყმებს, მუხლებს, იდაყვებს, ჭიდაობას, გალიაში მუშაობას... ყველა იმ თვისებას, რაც MMA-ს მებრძოლს უნდა ჰქონდეს. ტერენსი კი მხოლოდ ხელებს ავარჯიშებს, თანაც რამდენი წლის განმავლობაში. ვიცი, რომ სკოლაში თუ კოლეჯში ცოტა ხანი ჭიდაობდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.“

„ეს არ იქნება სამართლიანი ბრძოლა. თუ ისინი კრივში შეხვდებიან, მაშინ ტერენსი ილიას ყველა ძლიერ იარაღს წაართმევს. MMA-ში კი, პირიქით, ილიას უფრო მეტი იარაღი ექნება.“

„არ მგონია, ილიას შანსი ჰქონდეს, მაგრამ ადამიანები ხანდახან საოცარ რაღაცებს აკეთებენ და ეს ყველას გვაოცებს. მაგალითად, გამაოცა ნგანუს ნოკდაუნმა, მაგრამ მანაც ვერ შეძლო გამარჯვება. სისულელეა, ვინმე თუ იფიქრებს, რომ თოფურია ტერენსის დამარცხებას შეძლებს. ის იძახის, რომ იცის, როგორ უნდა იჩხუბოს, მაგრამ ეს სასაცილოა.“

„კონორისა და მეივეზერის ჩხუბის დროს, მაკგრეგორი უაზროდ ლაპარაკობდა და სიტყვებს უბრალოდ ისროდა, ფლოიდმა კი ამ უაზრობებზე კარგი რეაგირება მოახდინა. ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა. ერთადერთი, ვინც კონორის გამარჯვებას პროგნოზირებდა, ახალბედა იყო, როდესაც საბრძოლო ხელოვნებების ყურება მაშინ დაიწყო, როდესაც კონორი UFC-ში აღზევდა.“

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ილია თოფურიასა და ამერიკელ მოკრივეს, ტერენს კროუფორდს, შორის ე.წ. თრეშთოქი დაიწყო. ილიამ განაცხადა, რომ კროუფორდს რინგზე პირველივე დარტყმით დაანოკაუტებდა, ხოლო ტერენსმა თავის მხრივ თქვა, რომ საერთოდ არ იცის, ვინ არის ილია თოფურია.

აქვე გეტყვით, რომ 14 სექტემბერს კროუფორდმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და ლას-ვეგასში კანელო ალვარესი დაამარცხა. 37 წლის ამერიკელმა ამ გამარჯვებით WBA, WBC, IBF, WBO და The Ring-ის საჩემპიონო ქამრები დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი წელს მე-4 ბრძოლას უმიზნებს - სასურველი მეტოქეც დაასახელა
დვალიშვილი წელს მე-4 ბრძოლას უმიზნებს - სასურველი მეტოქეც დაასახელა