პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საოცარი შედეგი აჩვენა. ტურნირის უკანასკნელ დღეს ჩატარებულ გუნდურ შეჯიბრებაში ჩვენი ქვეყნის ნაკრები ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა და კონტინენტის პირველობის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა.
ქართველებმა ევროპის პირველობა იტალიის ნაკრების 4:1 დამარცხებით დაიწყეს. ამის შემდგომ ქართველი პარა ძიუდოისტები საფრანგეთისა (4:3) და მოლდოვის წარმომადგენლებზე (4:1) ძლიერები აღმოჩნდნენ, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში თურქები 4:2 დაამარცხეს. გუნდურ პირველობაში გამარჯვების შემდეგ საბოლოოდ გაირკვა, რომ ტურნირი 10 მედლით დავასრულეთ.
შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ევროპის ჩემპიონები გიორგი ქალდანი (70 კგ), ლევან გუგავა (-81 კგ) და რევაზ ჩიკოიძე (+95 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ბაჩუკი შელია (-91 კგ) და ზვიად გოგოჭური (-95 კგ) დაეუფლნენ, ხოლო ინა ქალდანმა (+70 კგ), ლაშა ყიზილაშვილმა (-95 კგ), ზურაბ ზურაბიანმა (-70 კგ) და საბა ბაღდავაძემ (- 81 კგ) კი, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს.