გიორგი ქალდანი პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონია
თბილისი პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე ჩემპიონობა იზეიმა ქართველმა პარაძიუდოისტმა გიორგი ქალდანმა (J2 კატეგორია - 70 კგ). მან ფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი მაილს სოლომანი დაამარცხა.
გიორგი ქალდანმა პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონის ტიტული კარიერაში მესამედ მოიპოვა. გასულ წელს ის პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.
გამარჯვება მოიპოვა აგრეთვე ზურაბ ზურაბიანმა. მან J2 კატეგორია (-70კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, ჩვენმა ფალავანმა ესპანელი სერხიო იბანიეს ბანიონი დაამარცხა და თბილისი 2025 ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.
ზურაბ ზურაბიანმა პარაძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი კარიერაში მეორედ მოიპოვა. გასულ წელს პარალიმპიადაზე კი ვიცე-ჩემპიონი გახდა.