პარაძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, ლევან გუგავამ ოქრო, ხოლო ბაჩუკი შელია ვერცხლი მოიპოვა
თბილისში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ფინალში ერთმანეთს ბაჩუკი შელია (J2 კატეგორია -81 კგ) და ლევან გუგავა (J2 კატეგორია -81 კგ) შეხვდნენ.
ჩემპიონობა ლევან გუგავამ იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი კი ბაჩუკი შელია გახდა.
ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე ხუთი მედალია. ჩემპიონობა გიორგი ქალდანმა (J2 კატეგორია -70კგ) იზეიმა, ბრინჯაოს მედლები კი ზურაბ ზურაბიანმა (J2 კატეგორია -70 კგ) და საბა ბაღდავაძემ (J1 კატეგორია -81 კგ) მოიპოვეს.