საქართველოსთან მატჩი როგორც არ უნდა მორჩეს... | დე ლა ფუენტეს მიზანი ნათელია
მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთი საქართველოს ესტუმრება (15 ნოემბერი) და შემდეგ სევილიაში თურქეთს მიიღებს (18 ნოემბერი).
„ფურია როხას'' მთავარი მწვრთნელის, ლუის დე ლა ფუენტეს განცხადებით, გუნდის მიზანი ორივე მატჩის მოგებაა, რომ FIFA-ს რეიტინგში პირველი ადგილი შეინარჩუნოს.
ლუის დე ლა ფუენტე: „როგორც არ უნდა დასრულდეს საქართველოსთან მატჩი, ბოლო მატჩში ისეთ შემადგენლობას დავაყენებ, რომ ბოლო ტურში თურქეთთან გავიმარჯვოთ. ჩვენი მიზანია FIFA-ს რეიტინგში პირველი პოზიცია შევინარჩუნოთ’’.
„ფურია როხას’’ მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნული მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
მეკარეები: სიმონი, რაია, რემირო
მცველები: ლაპორტე, ვივიანი, გრიმალდო, მარკოს ლორენტე, კუკურელია, კუბარსი, ჰუისენი, პორო
ნახევარმცველები: რუიზი, ზუბიმენდი, მერინო, ალეიშ გარსია, ბარიოსი, ბაენა, ფორნალსი
თავდამსხმელები: ოიარსაბალი, იერემი, ოლმო, ფერმინი, იამალი, ფერანი, სამუ ომოროდიონი, ბორხა იგლესიასი
ესპანეთის ნაკრებს პედრი და ნიკო უილიამსი ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან. ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა (იხილეთ).
საქართველო - ესპანეთის საფეხბურთო მატჩი 15 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.