ვილი სანიოლი, ალექსანდრე იაშვილი
Aa
Aa

„ვილი ნაკრებისთვის ყველაზე სწორი მწვრთნელია და მომავალშიც იქნება“ - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ნოემბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ დასკვნით მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთისა და ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდება.

გუშინ, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, დღეს კი მიხეილ მესხის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში, ალექსანდრე იაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ვილი სანიოლი:

წაკითხული თამაშის სტილი და ტაქტიკური სიახლეები მომდევნო თამაშებში:

ევროპის ჩემპიონატზე მაღალი დონის თამაში ვაჩვენეთ, ეს შეგვიძლია ცხოვრებისეული მაგალითი იყოს, როდესაც მეგობრებთან წვეულების დროს შეგვიძლია მოვიყვანოთ. ახლა ტაქტიკის დასტაბილურების ეტაპზე ვართ. გამოგვაკლდნენ ხოჭოლავა, კვერკველია და გველესიანი, მაგრამ წამოვიდნენ გოგლიჩიძე ლოჩოშვილი და სხვები. მათ შორის არის ნარიმანიძეც. ახლა გუნდის შენების პროცესში ვართ და მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს მომზადებულები შევხვდეთ. მომავალი ერთა ლიგისთვის და ასევე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ეს ორი თამაში მნიშვნელოვანია, სწორედ აქედან იწყება მომზადება ახალი ციკლისთვის.

რაც შეეხება ალექსანდრე სიგუას, მან ბოლო კვირების განმავლობაში მაღალი დონის თამაშები აჩვენა და აქ ყოფნა დაიმსახურა.

მეორე ადგილზე გასასვლელად, თურქეთის ნაკრების წაგება და ორივე მოგება გვჭირდება, მაგრამ ეს ყველაზე რთული სცენარია. ყველა გამოწვევას ვიღებ და მზად ვარ პასუხისმგებლობისთვის. ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ამას ვეცდები. როდესაც აქ მოვედი, პირველი თამაში ნიდერლანდებთან 3:0 წავაგე, მაგრამ ახალი ტაქტიკის შენებას ვიწყებდი და ეს ამის შემადგენელი ნაწილი იყო. ლუის ენრიკე მსოფლიო დონის სპეციალისტია, მაგრამ როდესაც პარი სენ-ჟერმენში მივიდა, პირველი წელი მისთვისაც რთული იყო, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

არ აქვს მნიშვნელობა ტაქტიკა როგორი იქნება, კონცენტრაციის, აგრესიისა და დისციპლინის პრობლემას ვხედავ, სხვა შემთხვევაში არც ერთ გუნდს არ დასჭირდებოდა მწვრთნელი. თურქეთთან გასვლით და სახლის თამაშებში დიდი პრობლემა იყო. როდესაც მაღალი დონის მოთამაშეებს კარგავ, შედეგიც შეიძლება უარყოფითი იყოს. მთავარი არის სათამაშო დისციპლინა და დამოკიდებულება და არა ტაქტიკური წყობა 4-3-3 ან 3-4-3.

სტანდარტული მდგომარეობის დამუშავებაზე პასუხისმგებელი მე ვარ. გუნდი მუშაობს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მე ვიღებ. რა თქმა უნდა, სტანდარტული მდგომარეობისთვის მწვრთნელი გვჭირდება, მაგრამ თუ შევედრებით პრემიერ ლიგის გუნდებს, მათ 600 მილიონიანი ბიუჯეტი აქვთ, მაგრამ ჩვენ ფედერაცია ვართ.

ირაკლი აზაროვი? ის ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ თამაშობს. რა თქმა უნდა, გამიხარდება, რომ ბევრს ითამაშებს, ასე ნაკრებში უპრობლემოდ მოხვდება, მაგრამ რეალობა ისაა, რომ თითქმის საერთოდ არ თამაშობს. კონფერენს ლიგაზე თამაში მას შემდეგ ჩაატარა, რაც ჩვენი სია გამოქვეყნდა. რაც შეეხება ლაშა დვალს, მისი თამაში ესპანეთთან მაღალ დონეზე არ იყო ჩატარებული და ჩემი ნათქვამი ვერ გაიგო. ეს არის მესიჯი მის მიმართ, რომ უფრო აქტიურად უნდა იშრომოს და ნაკრებში დაბრუნდება. ის ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ჩვეული თამაში ვეღარ აჩვენა. გიორგი გოჩოლეიშვილმა ბოლო პერიოდში ბრწყინვალე პროგრესი აჩვენა. გვინდა, რომ მას მეტი დრო მივცეთ. იმის მიუხედავად, რომ მარჯვენა პოზიციაზე თამაშობს, მარცხენა ფლანგზეც ბრწყინვალეც წარმოაჩინა თავი.

ალექსანდრე იაშვილი:

მთავარი მწვრთნელი გაბრიელ სიგუას მწვრთნელს ელაპარაკა. ვიცით, რომ ბევრი პრობლემა ჰქონდა ტრავმასთან დაკავშირებით, მათ შორის ბოლო შეხვედრაშიც ვერ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მწვრთნელთან კომუნიკაციის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ის ნაკრებში ჩამოსასვლელად მზად იქნება.

ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიეთ და ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია რთული თამაშებიც. მთავარია სწორი ანალიზი. ფედერაციას გვჯერა, რომ ვილი ნაკრებისთვის ყველაზე სწორი მწვრთნელია. ამ რთულ პერიოდს გადავლახავთ და მჯერა, რომ დიდ წარმატებას მივაღწევთ. ვილი სანიოლი დღეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელია და მომავალშიც იქნება.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლას კი 18 ნოემბერს, ბულგარეთთან გასვლითი მატჩით დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი დებიუტანტით - სანიოლმა ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა
ორი დებიუტანტით - სანიოლმა ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა