პედი პიმბლეტი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„მეც სიამოვნებით მოვუნგრევ თავს“ - პიმბლეტმა მახაჩევი შეიძულა

პედი პიმბლეტი ისლამ მახაჩევის მიმართ საკმაოდ დიდი სიმპათიებით იყო განწყობილი და სხვადასხვა გამოკითხვებში როდესაც მოქმედ და ყველა დროის უძლიერესი მებრძოლების ტოპ-ათეულის შედგენას სთხოვდნენ, დაღესტნელს მუდამ მოწინავე პოზიციაზე აყენებდა. თუმცა, ახლა თანდათან ირკვევა, რომ ლივერპულელი ამ ყველაფერს უფრო მეტად ილია თოფურიას გასაბრაზებლად აკეთებდა, მაგრამ არსებობს მეორე მიზეზიც - ცოტა ხნის წინ, როდესაც მახაჩევს ჰკითხეს, თუ ვისთან უნდა დაიცვას ილიამ მსუბუქ წონით დივიზიონში ქამარი, მან არმან ცარუკიანი დაასახელა, პიმბლეტზე კი თქვა, რომ მას “ელ მატადორისთვის” პრობლემების შექმნა არ შეუძლია. ყოველივე ამის შემდეგ პედიმ ისლამზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

„იმედი ჯეკ დელა მადალენა ისლამ მახაჩევს იმ პატარა თავს წააცლის. მახაჩევზე ზედმეტი წარმოდგენები გაქვთ შექმნილი - ბობი გრინი მე მასზე ადრე და უფრო მარტივად დავამარცხე. იმედია უახლოეს მომავალში ისლამი მსუბუქ წონით დივიზიონში დაბრუნდება და მის თავს მეც კარგად შევალამაზებდი“.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევი UFC-ის ქვესაშუალო წონით დივიზიონში პირველ და საჩემპიონო შეხვედრას ნიუ-იორკში გამართავს - თბილისის დროით 16 ნოემბერს, გამთენიისას მისი მეტოქე ჯეკ დელა მადალენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„FBI-ის აგენტებს უკვე ორჯერ შევხვდი“ - დენა უაითი შესაძლო გარიგებულ ბრძოლაზე
„FBI-ის აგენტებს უკვე ორჯერ შევხვდი“ - დენა უაითი შესაძლო გარიგებულ ბრძოლაზე