„მათ ჭიდაობასთან გამკლავება მხოლოდ მე შემიძლია“ - ვოლკანოვსკი ევლოევს ელოდება
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში დღეს UFC-ის ძალიან საინტერესო ღონისძიებაა ჩანიშნული, სადაც მთავარი დაპირისპირებაც ძალიან დიდი ალბათობით ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ნომერ პირველ კონტენდერს გამოავლენს, რომელიც მოგვიანებით ქამრისთვის უკვე ალექსანდრ ვოლკანოვსკის შეებრძოლება. ამ უკანასკნელმა ევლოევი-მერფის ჩხუბზე კომენტარი საკუთარ Youtube-არხზე გააკეთა და თავისი ფავორიტიც მოურიდებლად დაასახელა.
ალექსანდრ ვოლკანოვსკი
დაღესტნელების, ჩეჩნებისა და ინგუშების ჭიდაობას UFC-ის მებრძოლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის რა დაუპირისპიროს. მათ ჭიდაობასთან გამკლავება რომ მხოლოდ მე შემიძლია, ეს ისლამ მახაჩევთან პირველ ბრძოლაშიც დავამტკიცე. სწორედ ამიტომ, მსურს ქამარი სტილისტურად მახაჩევთან ახლოს მყოფ ევლოევთან დავიცვა. თუ მოვსარი ლერონ მერფის დაამარცხებს, ინგუშის წაუგებელი სერია 20 ბრძოლამდე გაიზრდება და მისი ამ სვლის შეჩერება პირადად ჩემთვის დიდი სიამოვნების მომტანი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ქვემსუბუქიდან მსუბუქ წონაში ასვლით, ორი დივიზიონის ჩემპიონობის მსურველი ალექსანდრ ვოლკანოვსკი რამდენიმე წლის წინ ისლამ მახაჩევს საჩემპიონო ჩხუბში ორჯერ შეხვდა და თუ პირველ ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო, მეორე შემთხვევაში ისლამისგან დანოკაუტდა.