„სატიტულო ჩხუბი აქამდე უნდა მიეცათ“ - დოლიძემ ევლოევზე ისაუბრა
2026 წელს UFC-ში პირველი ქართველი ხვალ იბრძოლებს. სეზონს რომან დოლიძე გახსნის, რომელიც ლონდონის ქარდზე საშუალო წონით დივიზიონში ლეროი დანკანს დაუპირისპირდება. ამავე ღონისძიების მთავარი ბრძოლის მონაწილე კი მოვსარ ევლოევია, რომელსაც როგორც გაირკვა დოლიძე კარგად იცნობს და მისი გულშემატკივარიც გახლავთ.
რომან დოლიძე
მოვსარს დიდი ხანია ვიცნობ და როგორც მინიმუმ სწორედ ამიტომ, ლერონ მერფისთან მის დაპირისპირებას დიდი ინტერესით ველოდები. ევლოევი კარგი ადამიანია და მისი გულშემატკივარი ვიქნები. გამარჯვების შემთხვევაში ალბათ ქამარზე იჩხუბებს, თუმცა ჩემი აზრით, მისთვის სატიტულო ბრძოლა აქამდეც უნდა მიეცათ.
ცნობისათვის, რომან დოლიძეს რამდენიმებრძოლიანი მოგებათა სერია ჰქონდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ ენტონი ერნანდესთან წააგო და ეს იყო ქართველის კარიერაში პირველი ფინიშით მარცხი. რაც შეეხება მოვსარ ევლოევს, მან უკანასკნელად ალჯამეინ სტერლინგთან იბრძოლა და მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.