ტომ ასპინალი
Aa
Aa

„ეს UFC-ის ნამდვილი სირცხვილია“ - ასპინალის მენეჯერი ალაპარაკდა

UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ტომ ასპინალმა, რომელიც ამჟამად თვალზე გაკეთებული ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო კურსს გადის, რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი პრომოუტერულ კომპანია Matchroom-თან გააფორმა. ღონისძიებას ინგლისელ მებრძოლთან ერთად, კომპანიის მენეჯერი ედი ჰირნიც ესწრებოდა, რომელმაც ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ, ტომის თანდასწრებით და სავარაუდოდ მასთან წინასწარი შეთანხმებითაც, UFC-ის ხელმძღვანელები მკაცრად გააკრიტიკა და ასეთი კომენტარი გააკეთა:

„იქიდან გამომდინარე, რომ ახლა უკვე UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონის ინტერესების გამტარებელი ვარ, ვალდებული ვარ რიგ საკითხებთან დაკავშირებით არ ვისაუბრო და ენას კბილი დავაჭირო, თუმცა მაინც უნდა ვთქვა - ტომსა და UFC-ის შორის გაფორმებული კონტრაქტის პირობები ნამდვილი სირცხვილია. ამ დრომდე ვერ ვიჯერებ, რომ მას ასე ცოტას უხდიან.

იმ კომერციული შემოსავლების რაოდენობის გათვალისწინებით, რომელიც ასპინალმა ბოლო ბრძოლის შემდეგ მიიღო, მის ადგილზე კონტრაქტს დავხევდი და დენა უაითს ვეტყოდი: „მე წავედი, ჩემზე ნუ ინერვიულებთ“. თუმცა, ტომი ნამდვილი პროფესიონალია და მას დაბრუნებისა და ტიტულის დაცვის სურვილი ამოძრავებს“.

ცნობისათვის, ტომ ასპინალის არყოფნაში, UFC-ის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს მძიმე წონის დროებითი ჩემპიონის ვინაობა თეთრი სახლის ღონისძიებაზე გაარკვიონ და სირილ განის მეტოქე ალექს პერეირა იქნება, რომელიც მძიმეში ქვემძიმე დივიზიონიდან ავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯონ ჯონსი ავარჯიშებს - გენოს ყოფილი მეტოქე ჩემპიონობას უმიზნებს
ჯონ ჯონსი ავარჯიშებს - გენოს ყოფილი მეტოქე ჩემპიონობას უმიზნებს