„მისი გაოცება შემიძლია“ - მადალენა მახაჩევს სიურპრიზს უმზადებს
ნახევრადსაშუალო წონაში UFC-ის მოქმედმა ჩემპიონმა, ჯეკ დელა მადალენამ, ისაუბრა იმაზე, თუ რა სიურპრიზს უმზადებს ისლამ მახაჩევს, რომელიც უკვე მომავალ კვირას დაუპირისპირდება.
„ის კარგია გრეპლინგში და ალბათ შეეცდება გადამიყვანოს და პარტერში დამაფინიშოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ შევძლებ მის გაოცებას ამ ასპექტში. ჩვენ მოვამზადეთ სწორი ტექნიკა მისი „A“ გეგმისთვის, რომელიც მას დააბნევს. მშვიდად ვიმოქმედებ და ვფიქრობ, რომ ბრძოლის წარმართვას დგომში შევძლებ. მჯერა, რომ ამ ორთაბრძოლის დიდი ნაწილი დგომში გაივლის და ეს მისთვის სიურპრიზი იქნება“,
– განაცხადა ავსტრალიელმა დენან კემპთან ინტერვიუში.
ასევე, ჩემპიონმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენია ორთაბრძოლის დასასრული, რომელიც 15 ნოემბერს ნიუ-იორკში, „მედისონ სკვერ გარდენის“ არენაზე, UFC 322-ს დააგვირგვინებს.
„ვხედავ, როგორ ვაფინიშებ მას. ხალხი გაგიჟებულია, მე კი ჩემს კუთხეს ვუყურებ და ვხედავ, როგორ გიჟდებიან ისინი“,
– დაამატა მადალენამ.