„ასეთ პირობებში თამაში შეუძლებელია“ | ირანში მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრეს
ირანის სპორტის მინისტრმა, აჰმად დონიამალმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა, რომელსაც აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ. ირანის საფეხბურთო ნაკრების მუნდიალზე თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და დონიამალის განცხადებამ სიტუაცია გაამწვავა.
„მას შემდეგ, რაც აშშ-ის კორუმპირებულმა მთავრობამ ჩვენი ლიდერი მოკლა, არ დარჩა პირობა, რომელიც ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის უფლებას მოგვცემს.
ირანის წინააღმდეგ ბრუტალური ქმედებებია მიმართული. ბოლო რვა-ცხრა თვის განმავლობაში ჩვენ წინააღმდეგ ორი ომი დაიწყეს და ამან ათასობით ჩვენი თანამემამულის სიკვდილი გამოიწვია. ასეთ პირობებში მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის საშუალება ნამდვილად არ გვაქვს.“
ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის ნაკრები G ჯგუფშია და მისი მეტოქეები ეგვიპტე, ახალი ზელანდია და ბელგია არიან. ირანს პირველი შეხვედრა 16 ივნისს, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ელის. გეტყვით იმასაც, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა აშშ და ისრაელი ირანზე ერთობლივ დაბომბვებს აწარმოებენ და 28 თებერვალს, აიათოლა ხამენეი მოკლეს.