მერაბ დვალიშვილი, ხაბიბ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მისი ბიძაშვილის სახელი ხაბიბი არ არის“ | დვალიშვილი უმარის პრივილეგიებზე

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ყოფილ მეტოქეზე, უმარ ნურმაგომედოვზე ისაუბრა. „მანქანამ“ ინტერვიუ MMA Junkie-ს მისცა და პრივილეგიებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილობას (უმარი არწივის ბიძაშვილია) ახლავს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ მარიო ბაუტისტა უმარს მაგრად სცემს და ჩემი მომდევნო მეტოქე იქნება. ბაუტისტა უფრო იმსახურებს სატიტულო ჩხუბს და მისი ბიძაშვილის სახელი ხაბიბი არ არის. ალბათ, ამიტომ სჭირდება, ზედიზედ 9 ორთაბრძოლის მოგება, რომ ტიტულისთვის ჩხუბის შანსი მაინც მიიღოს. არადა, ზოგიერთი ადამიანი ყველასთვის უცნობ მეტოქეებს ხვდება (უმარს გულისხმობს), ტოპ 15-ში არც ერთი მათგანია და 6 გამარჯვების შემდეგ სატიტულო დაპირისპირებას აძლევენ.“

შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვმა სატიტულო ჩხუბის მიღებამდე სერგი მოროზოვს, ბრაინ კელეჰერს, ნეით მანესს, რაონი ბარსელოსს, ბექზატ ალმახანსა და კორი სენდჰეგენს მოუგო. დვალიშვილთან წაგების შემდეგ უმარი 26 ოქტომბერს იჩხუბებს და UFC 321-ზე ბაუტისტას შეხდება.

რაც შეეხება დვალიშვილს, „მანქანის“ მომდევნო მეტოქე უმარის მიერ დამარცხებული სენდჰეგენია. მერაბისა და კორის დაპირისპირებას UFC 320-ზე ვიხილავთ, რომელიც თბილისის დროით, 5 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას ინდივიდუალურობამ პსჟ-ს დომინირების საშუალება მისცა“ - ცნობილი მწვრთნელის შეფასება
„კვარას ინდივიდუალურობამ პსჟ-ს დომინირების საშუალება მისცა“ - ცნობილი მწვრთნელის შეფასება