ყველა დროის საუკეთესო - კრიშტიანუს მორიგი პრიზი
კრიშტიანუ რონალდუმ თავისი ჯილდოების მდიდარი კოლექცია კიდევ უფრო გაამდიდრა. პორტუგალიის საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელებმა ახლახანს დაწესებული პრემია სახელწოდებით „ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი“ სწორედ 40 წლის ვარსკვლავს გადასცეს. გადაცემით არ გადაუციათ, რადგან გადატვირთული გრაფიკის გამო კრიშტიანუ დაჯილდოების ცერემონიას ვერ ესწრებოდა, თუმცა გავრცელდა მისი ვიდეო-კომენტარი, სადაც ორგანიზატორებს დაფასებისა და აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რონალდომ ნამდვილი ეპოქა შექმნა და მსოფლიო ფეხბურთში წარუშლელი კვალი დატოვა. პრიზების თვალსაზრისით, ყველაზე პრესტიჟული „ოქროს ბურთის“ ჯილდო ლეგენდარულ პორტუგალიელს ხუთჯერ აქვს მოგებული, ხოლო კარიერის მანძილზე როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე გატანილი 943 გოლით მსოფლიოს ყველა დროის რეკორდსმენია.
ცნობისათვის, 40 წლის რონალდუ ზედიზედ ოთხი მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს - მან საკლუბო დონეზე „ალ-ტავონისა“ და „ალ-აჰლის“, ხოლო სანაკრებოზე სომხეთისა და უნგრეთის ეროვნული გუნდების კარი დალაშქრა.