ხავიერ პასტორე
Aa
Aa

„ახალგაზრდა ფეხბურთელებს მილიონებს არ უნდა უხდიდნენ“ - პასტორე

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „რომას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ხავიერ პასტორემ, რომელიც ამჟამად სპორტული დირექტორის ლიცენზიის ასაღებად ემზადება, თანამედროვე ფეხბურთში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მაღალი ხელფასები ახალგაზრდა ფეხბურთელების კარიერაზე უარყოფითად აისახება.

„რთულია იმის თქმა, რა უნდა შეიცვალოს თანამედროვე ფეხბურთში. ჩვენ, ყოფილი ფეხბურთელები მუდმივად ვავლებთ პარალელებს წარსულთან და ვამბობთ, რომ ჩვენ დროს ესა თუ ის პრობლემა სხვანაირად გვარდებოდა. ეს არასწორი მიდგომაა - სამყარო იცვლება ამ ცვლილებებს ფეხი უნდა აუწყო.

თუმცა გამოვყოფ ერთ რამეს, რაც თანამედროვე სპორტში ძალიან არ მომწონს: ახალგაზრდა ფეხბურთელებს ძალიან დიდი ხელფასები აქვთ. როდესაც ახალგაზრდა ასაკში დიდი ფული გაქვს, კარგავ სიყვარულს სპორტის მიმართ. თუ 18-19 წლის ბიჭს წელიწადში 10 მილიონი ევრო აქვს, როგორ დააყენებს ის პირველ პლანზე ფეხბურთისადმი სიყვარულს?

ასეთ დროს მნიშვნელოვანია, მჭიდრო კავშირი შეინარჩუნო ახლობელ ადამიანებთან. შენს ცხოვრებაში გამოჩნდება ხალხი, რომელიც ისაუბრებს ინვესტიციებზე და ბიზნეს იდეებზე, ფეხბურთი კი საერთოდ აღარ გახსენდება“.

ცნობისთვის, პასტორეს პსჟ-ში 269 მატჩი აქვს ჩატარებული, არგენტინის ნაკრებში კი 29 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზიდანს უარს ვერავინ ეტყვის“ - მბაპე საფრანგეთის ნაკრებზე
„ზიდანს უარს ვერავინ ეტყვის“ - მბაპე საფრანგეთის ნაკრებზე