„ოქროს ბურთი პსჟ-ს ფეხბურთელმა უნდა მოიგოს“ – როდრის სამართლიანი მიდგომა
„მანჩესტერ სიტის“ ესპანელმა ნახევარმცველმა, როდრიმ, რომელიც „ოქროს ბურთის“ მოქმედი გამარჯვებულია, ისაუბრა იმაზე, ვინ იმსახურებს ამ ჯილდოს განვლილი სეზონის მიხედვით.
„რა თქმა უნდა, მინდა, რომ „ოქროს ბურთი“ ჩემმა თანაგუნდელებმა მოიგონ, მაგრამ პსჟ სეზონის საუკეთესო გუნდი იყო და რომელიმე სხვა გუნდის ფეხბურთელის შერჩევა რთული იქნება. აგმიხარდება, თუ ჯილდოს ლამინ იამალი ან პედრი მიიღებს, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით ეს უსმან დემბელე ან ვიტინია უნდა იყოს“.
ბუკმეკერების აზრით, „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი ფავორიტი უსმან დემბელეა - გასულ სეზონში, 53 მატჩში მან 51 გოლი გაიტანა და სამი ტიტულის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
რაც შეეხება ვიტინიას, მისი სტატისტიკა ნაკლებად შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ პსჟ-ის რიგებში მოგებულ სამ ტიტულთან ერთად მის აქტივში ერთა ლიგაზე პორტუგალიის ნაკრებთან ერთად გამარჯვებაცაა.
თავის მხრივ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში განცდილი მარცხი ამცირებს იამალისა და პედრის შანსებს, მიუხედავად იმისა, რომ შიდა ასპარეზზე „ბარსელონა“ მთელი სეზონის განმავლობაში დომინირებდა და ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასიც მოიგო.
აქვე გეტყვით, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია პარიზში 23 სექტემბერს გაიმართება. 30 ნომინანტს შორისაა პსჟ-ის ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც.