იური ტაბატაძე, კადისი
Aa
Aa

„ატლეტიკო, ვილიარეალი ან სევილია“ - ტაბატაძე ლა ლიგის გუნდებს ურჩიეს

„იბერია 1999“-ის ყოფილმა ფეხბურთელმა, იური ტაბატაძემ ესპანურ „კადისში“ მოღვაწეობა ნამდვილად შთაბეჭდავად დაიწყო, რაც ადგილობრივ მედიას შეუმჩნეველი არ დარჩენია. ქართველ ფეხბურთელს სტატიები ისეთმა სააგენტოებმა მიუძღვნეს, როგორებიც არიან AS, Marca და Eldesmarque.

ტაბატაძის შესახებ ესპანელი საფეხბურთო ექსპერტებიც საუბრებენ. ერთ-ერთი მათგანი ცნობილი სკაუტი, ექტორ ფიდალოცაა, რომელიც სხვადასხვა წლებში პოლონურ ლეხ პოზნანსა და პორტუგალიურ „ფარმალისაოს“ უწევდა სკაუტინგს.

ექტორ ფაიდალო ლა ლიგის კლუბებს იური ტაბატაძის შეძენას ურჩევს.

რას ამბობს სკაუტი:

„კადისის ბოლო მატჩის შემდეგ Twitter-ზე 37 შეტყობინება შემომივიდა, რომელშიც კადისის ახალდამატებულ ფეხბურთელს ეხებოდა. თავიდან ვერ მივხვდი, ვისზე იყო საუბარი, შემადგენლობას ჩავხედე და ძირითად თერთმეტეულში არ იყო, შემდეგ გოლების ავტორები ვნახე და ყველაფერს მივხვდი. თამაშს თავიდან ვუყურე და ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა.“

„ის შესანიშნავი ფეხბურთელია. არასდროს იცი, მისგან რას უნდა მოელოდე. წარმოუდგენელი დარტყმა აქვს. ორივე ფლანგზე თამაშობს. ის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მოთამაშეა, ვინც კი ოდესმე მინახავს, რადგან საკმაოდ ცოტა შესაძლებლობით ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მცველმა არ იცის, საიდან გამოვა, არაპროგნოზირებადია და ფანტასტიკური დარტყმა აქვს. მის დარტყმებს უესლი სნეიდერის დარტყმას ვადარებ. მისი სტილი აქვს. ასევე, სანტი კასორლას მსგავსი, რომლის საუკეთესო მხარეც ის იყო, რომ არასდროს იცოდი, საიდან რას გააკეთებდა.“

„კადისი იური ტაბატაძისთვის იდეალური გუნდია, რათა მაქსიმალურად აფეთქდეს. ახლავე ვიტყვი და დარწმუნებული ვარ არ შევცდები - ის ლა ლიგის მოთამაშეა და ისეთ გუნდებს დაამშვენებდა, როგორებიც არიან „ატლეტიკო“, „ვილიარეალი“ ან „სევილია“. დარწმუნებული ვარ, ის „კადისში“ 3-წლიან კონტრაქტს ვერ შეასრულებს, რადგან მის ყიდვას სეზონის დასრულების შემდეგ ბევრი გუნდი შეეცდება. მას უზარმაზარი პოტენციალი აქვს.“

იური ტაბატაძემ „კადისის“ შემადგენლობაში 2 მატჩი ჩაატარა 3 გოლი გაიტანა. გასულ ტურში, „რეალ სოსიედადის“ მეორე გუნდის წინააღმდეგ ის მოედანზე შეცვლიდან შევიდა, როდესაც „კადისი“ 2:1 მარცხდებოდა. შესვლიდან მალევე, „სოსიედად B“-მ ქართველის გუნდის კარში მესამე გოლიც გაიტანა, თუმცა ტაბატაძემ 77-ე და 79-ე წუთებზე გატანილი გოლებით „კადისი“ მარცხისგან იხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეცვლაზე შევიდა და დუბლი გაიფორმა - ტაბატაძემ კადისი მარცხისგან იხსნა
შეცვლაზე შევიდა და დუბლი გაიფორმა - ტაბატაძემ კადისი მარცხისგან იხსნა